Categories
ღონისძიებები

ბიზნეს გეგმა საერთაშორისო სტანდარტებით

12-13 აპრილს, სასტუმრო რუმსში თბილისის მერიისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტ ბიზნეს აქსელერატორ სპარკის ორგანიზებით ბიზნეს გეგმის საერთაშორისო სტანდარტებით წერის მასტერკლასი ჩატარდა.

სპარკის ბიზნეს მრჩეველებმა გიორგი ხატიაშვილმა, გოგა საათაშვილმა და გიორგი კიკნაძემ 2 დღიანი ტრენინგის ფარგლებში მომხმარებლის სეგმენტაციაზე, მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაზე, კონკურენტულ ანალიზსა და მომხმარებლის პროფილზე ისაუბრეს. ტრენინგის მსმენელები  გაეცნენ ბაზრის ანალიზის ინსტრუმენტებს, დაფინანსების შესაძზლებლობებს, ფინანსური მოდელის შექმნას  და ვორქშოფშიც მიიღეს მონაწილეობა.

სპარკის ექსპერტებმა ბიზნესით დაინტერესებულ პირებს  ბიზნეს გეგმის ნარატიული და ფინანსური ნაწილის შევსების სპეციფიკა გააცნეს და ინდივიდუალური შეხვედრებიც გამართეს.

2 დღიანი ტრენინგ/მასტერკლასის მიზანია მონაწილეებმა შეძლონ სპარკის  ბიზნეს გეგმის ფორმის შევსება და საბოლოოდ საერთაშორისო  აუდიტორული საკონსულტაციო კომპანია BDO-ს მიერ დადასტურებული ბიზნეს გეგმის სრულიად უფასოდ მიღება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *