Spark

Startup ქართულად

840 000 $ USAID-ის დაფინანსებით ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

YES-Georgia ერთადერთი პროგრამაა ევროპასა და ევრაზიაში, რომელიც აშშ-ის მთავრობის ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის ფარგლებში შეირჩა. ინიციატივის ფარგლებში, პროგრამა მიიღებს 840,000 აშშ დოლარს USAID-ის დაფინანსებით. პროგრამა ფართოვდება და მეტი ყურადღება დაეთმობა ქალთა მხარდაჭერას ისეთი აქტივობების დაწყებაში, როგორიც მიმართულია ქალ მეწარმეთა საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ. ვრცლად დეტალებზე Yes Georgia-ს ხელმძღვანელი ნინო ლაგვილავა საუბრობს.