Categories
ღონისძიებები

თბილისში ანგელოზ ინვესტორთა მე-3 საერთაშორისო სამიტი გაიმართა

თბილისში ანგელოზ ინვესტორთა მე-3 საერთაშორისო სამიტი გაიმართა

ქართული კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენის, ინვესტიციების მოზიდვისა და ევროპის ქვეყნებთან ბიზნეს კავშირების გაღრმავების მიზნით, თბილისმა, უკვე მესამედ, ანგელოზ (ადრეული ეტაპის) ინვესტორთა საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა.

ღონისძიება 15-16 ივლისს გაიმართა თბილისის მერიისა და ევროკავშირის ერთობლივი ბიზნესაქსელერატორ “სპარკის”, საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელ “აქსელის” და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით და აჭარა ჯგუფის, გრანთ თორნთონ საქართველოსა და ნოქსტონის მხარდაჭერით.

სამიტის ფარგლებში, საქართველოს ეწვივნენ ევროპის ანგელოზ ინვესტორთა ქსელის (EBAN) წარმომადგენლები და ინვესტორები საბერძნეთიდან, სლოვენიიდან, საფრანგეთიდან და ესტონეთიდან.

ვიზიტის მიზანი საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია იყო, ინვესტორების დაინტერესებისა და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის საშუალებით.

ვიზიტის პროგრამა მოიცავდა შეხვედრებს ადგილობრივი ტექნოლოგიური ბიზნესის წარმომადგენლებთან, პანელურ დისკუსიებს, ვორკშოპებს, პრეზენტაციებსა და ნეთვორქინგს.

ღონისძიებებისას განიხილეს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა, ტექ-ბიზნესში ინვესტირების შესაძლებლობები, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები და მათი როლი ინვესტირებისთვის სტარტაპების მომზადების პროცესში.

სამიტის ფარგლებში გაიმართა სპეციალური “ფიჩინგ ვორკშოპიც” (Pitching workshop) ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის. კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ, საკუთარი საინვესტიციო პროექტები ინვესტორების წინაშე წარედგინათ.

პრეზენტაცია სულ შვიდი ქართულმა სტარტაპმა გააკეთა და მათ შორის საუკეთესოდ აგრონექტი (Agronnect) დასახელდა. გამარჯვებული სტარტაპი საფრანგეთში გაემგზავრება ინვესტორთა უფრო დიდი აუდიტორიის წინაშე წარსადგომად. აგრონექტი არის პლატფორმა, რომელიც ფერმერებს საშუალებას აძლევს, დისტანციურად, ონლაინ დაიქირაონ წამყვანი აგრონომები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

აპლიკაციის შექმნაში, გარდა ქართული გუნდისა, მსოფლიოს ათამდე სხვადასხვა აგრონომიული კომპანიააა ჩართული და სწორედ მათი დახმარებით მოხერხდა ზუსტი პროტოკოლის გაწერა. აპლიკაციის მიზანია, აღმოფხვრას აგრონომიულ ცოდნასთან დაკავშირებული ხელმისაწვდომობის პრობლემა მთელ მსოფლიოში და ფერმერს გაუხსნას გზა, მიიღოს პროფესიონალური რეკომენდაცია. აპლიკაცია სექტემბრიდან რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად გაეშვება და გეგმებიც გლობალურია.

სამიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართა Founder Institute-ის პანელური დისკუსია/ვორკშოპი სტარტაპების დაფინანსების თემაზე. ღონისძიებაზე გამოცდილმა ვენჩერულმა კაპიტალისტებმა და ანგელოზ ინვესტორებმა დეტალურად განიხილეს კომპანიისთვის ინვესტიციის მოზიდვის გზები.

ანგელოზ ინვესტორთა მესამე საერთაშორისო სამიტი თბილისში სასტუმრო რუმსსა და სტამბაში გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.

ანგელოზ ინვესტორთა ვიზიტი დედაქალაქში თანადაფინანსებული იყო თბილისის მერიისა და ევროკავშირის მიერ. ბიზნეს აქსელერატორი “სპარკი” და საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი „აქსელი“ მომავალშიც განაგრძობენ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშემწყობ პროგრამებს.

Categories
ღონისძიებები

ქართული ბრენდები საერთაშორისო პლათფორმებზე – ელ. კომერციის აქსელერაციის პროგრამის დემო დღე

ქართული ბრენდები საერთაშორისო პლათფორმებზე - ელ. კომერციის აქსელერაციის პროგრამის დემო დღე

თბილისის მერიისა და ევროკავშირი საქართველოსთვის ერთობლივი ბიზნეს აქსელერატორის “სპარკის“ ექსპორტის მხარდაჭერის პროგრამის პირველი ნაწილი წარმატებით დასრულდა. დემო დღეზე გამარჯვებული 3 ბიზნესი სულ მალე ისეთ საერთაშორისო პლატფორმებზე გამოჩნდება, როგორიცაა Amazon და Etsy, ისინი ასევე გამართავენ თავიანთ ონლაინ გაყიდვებს Shopify-ზე.   

ელ.კომერციის 1 თვიანი სატრენინგო კურსი 20 ივნისს, „ლოლიტას“ საკონფერენციო სივრცეში, დემო დღით დასრულდა. პროექტის მონაწილეები სფეროს ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა,  ექსპორტის განვითარების ასოციაციის წარმომადგენელმა ზურაბ ღამბაშიძემ ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას ქართული ბიზნესებისთვის და აღნიშნა,  რომ მისთვის  რამდენიმე მონაწილე ბიზნესი სამომავლო თანამშრომლობისთვის საინტერესოა:

მოხარული ვარ რომ მსგავსი პროგრამა განხორციელდა. არდა გამარჯვებულებისა, რამდენიმე თქვენგანთან მაქვს შემოთავაზება, რაც შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს. ადლობა წარმოდგენილი პრეზენტაციებისთვის”.

სპარკის გენერალური მენეჯერის, თამთა გველესიანის თქმით, პროექტის პირველი ნაწილი წარმატებით დასრულდა,  მონაწილე კომპანიებმა საინტერესო პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება მიიღეს ექსპორტის, სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე პროდუქტების განთავსების მიმართულებით, რაც მათ დაეხმარებათ შემდგომში თავიანთი საქმიანობის წარმატებით წარმართვაში.

პროექტის მეორე ეტაპზე გამარჯვებული გუნდები მიიღებენ  15 000 ლარამდე ინვესტიციას თავიანთი პროდუქტის Amazon, Etsy და Shipify პლატფორმებზე  განთავსებასა და გაყიდვის სტიმულირებისთვის

ოსმო”, “ფუნდუკიდაჰენდიქრაფტი” ეს ის კომპანიებია, რომლებმაც მოახერხეს ჟიურის წევრების დარწმუნება, რომ ისინი მზად არიან გაიტანონ თავიანთი პროდუქტები საერთაშორისო ბაზარზე და დაიწყონ საერთაშორისო გაყიდვები.

ოსმო – ბრენდი, რომელიც ქმნის ძველი ქართული ისტორიითა და თანამედროვეობის შერწყმით შთაგონებულ ჩანთებსა და აქსესუარებს, ჟიურის ერთ-ერთი უპირობო რჩეული გახდა.

დიდესი მადლობა სპარკს ამ არაჩვეულებრივი და ინოვაციური პროექტისთვის. ვენთვის დიდი გამოწვევა იყო E-commerce აქსელერაციაში მონაწილეობა და მთელი ჩვენი კოსმიური გუნდი მოხარულები ვართ გამარჯვებით. მაზონზე ჩვენი კოსმიური იდეების ფრთების შერწყმა ახლა იწყება”.

ბიზნესი, რომელიც ასევე მიიღებს სპარკის ინვესტიციას “ჰენდიქრაფტია”- ჩვილთა და ბავშვთა განმავითარებელი  პროდუქციის მწარმოებელი კომპანია. ხელნაკეთი ხალიჩები, ალბომები და სხვადასხვა სახის ინტერაქციული თუ გასართობი ქართული პროდუქტები უკვე საერთაშორისო ბაზარზე გავა.

ძალიან ამაყები და ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი პროდუქტები მალე საქართველოს ფარგლებს გარეთ გავა. იდი მადლობა სპარკის არაჩვეულებრივ გუნდსა და მენტორებს იმ შესაძლებლობებისთვის, რაც პროგრამის თითოეულ მონაწილეს მოგვცეს. “

“E-commerce აქსელერაციის” კიდევ ერთი გამარჯვებულია “ფუნდუკი”  -ეკო-მეგობრული ბრენდი, რომელიც ქმნის ტექსტილის ნაწარმსა და ინტერიერის დეკორებს.

თბილისის მერია და ევროკავშირი საქართველოსთვის  სტარტაპების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას სხვადასხვა სახის პროგრამებით მომავალშიც განაგრძობს.

 

Categories
ღონისძიებები

ბიზნეს აქსელერატორი “სპარკი” ორ ახალ პროგრამას აანონსებს

სპარკის ახალი პროგრამები

ბიზნეს აქსელერატორი “სპარკი” ორ ახალ პროგრამას აანონსებს, პროგრამების შესახებ საუბრობს თამთა გველესიანი – “სპარკის” გენერალური მენეჯერი.

Play Video
Categories
ვაკანსიები

გრაფიკული დიზაინერი

გრაფიკული დიზაინერი

თბილისის მერიის და ევროკავშირის ერთობლივი პროექტი ბიზნეს აქსელერატორი „სპარკი“ აცხადებს გრაფიკული დიზაინერის ვაკანსიას.

ძირითადი მოვალეობები:

სოციალური მედია არხებისთვის გრაფიკული ვიზუალების მომზადება.

სოციალური მედია არხების კონტენტის და კამპანიების დაგეგმვის პროცესში ჩართულობა, დიზაინის მიმართულებით რეკომენდაციების გაზიარება და იდეების გენერირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

– photoshop;illustrator სრულყოფილად ცოდნა.

– სოციალურ მედიაში სხვადასხვა კრეატიულ კამპანიებში მონაწილოების გამოცდილება დიზაინის მიმართულებით.

– ინგლისური ენის ცოდნა;

სამუშაო გრაფიკი:

ჰიბრიდული, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკი. 

ანაზღაურება:

– ანაზღაურების დამოკიდებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობაზე და 1 დიზაინში ითვალისწინებს 50 ევროს ექვივალენტს ლარში ( ანაზღაურების დროს არსებული ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად).

პროექტი გრძელდება ორი თვე და თვის განმავლობაში ითვალისწინებს 12-18 დიზაინის შექმნას. 

რეზიუმე და პორტფოლიო 18 აპრილის ჩათვლით გამოაგზავნეთ აღნიშნულ მისამართზე : tbilisispark@gmail.com

რეზიუმეს გამოგზავნის დროს subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

წარმატებებს გისურვებთ !

Categories
ვაკანსიები

ფინანსური ბიზნეს ანალიტიკოსი

ფინანსური ბიზნეს ანალიტიკოსი

თბილისის მერიის და ევროკავშირის ერთობლივი პროექტი ბიზნეს აქსელერატორი „სპარკი“ აცხადებს ფინანსური ბიზნეს ანალიტიკოსის ვაკანსიას.

ძირითადი მოვალეობები:

  • სტარტაპებთან და მცირე და საშუალო ბიზნესებთან ურთიერთობა, ბიზნესის ფინანსურ ნაწილში კონსულტიის გაწევა;
  • ფინანსური გეგმა, ფინანსური მოდელი და ფინანსური უწყისების აგება (მოგება-ზარალის უწყისი, საბალანსო უწყისი, ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი);
  • ბიზნეს მოდელის დახვეწა, შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი, ოპიმიზაცია;
  • ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების და ბიზნესის ღირებულების განსაზღვრის ტექნიკები საინვესტიციო შეთავაზებების მომზადებისთვის;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტიციების გამცემ მხარეებთან ურთიერთობა, ბენეფიციართათვის პოტენციური პარტნიორობის მოპოვების მიზნით;
  • ბენეფიციარების ბიზნეს გეგმების და პიჩ დეკების ფინანსურ ნაწილებზე მუშაობა მათი დახვეწის და დაფინანსების მოსაპოვებლად მომზადების მიზნით.  

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი ფინანსური, ეკონომიკური ან ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით. სასურველია მაგისტრის ხარისხი;
  • ფინანსურ უწყისებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა; სასურველია ACCA-ს ან მასთან გათანაბრებული ორგანიზაციის სერთიფიკატი;
  • ფინანსური მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • MS Excel-ის  კარგი ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ანალიტიკური, და ეფექტური კომუნიკაციის უნარები.

ჩვენ გთავაზობთ: 

პროფესიონალ გუნდთან ერთად სამეწარმეო ეკოსისტემაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ საინტერესო პროექტებში ჩართულობას, სხვადასხვა პროექტების ორგანიზების და მისი განხორციელების შესაძლებლობებს. 

სამუშაო გრაფიკი:

ორშაბათი – პარასკევი 11:00 – 18:00 ( 9 თვიანი კონტრაქტით, პროექტის ფარგლებში); ანაზღაურება 870 € ექვივალენტი ლარში. 

რეზიუმე 18 აპრილის ჩათვლით გამოაგზავნეთ აღნიშნულ მისამართზე : tbilisispark@gmail.com

რეზიუმეს გამოგზავნის დროს აუცილებლად მიუთითეთ თქვენთვის სასურველი მიმართულება.

გაითვალისწინეთ, რეზიუმეში ნათლად უნდა იყოს წარმოჩენილი თქვენი სიღრმისეული გამოცდილება მოცემულ მიმართულებაზე. 

გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!