Categories
ღონისძიებები

Spark Z-ის მონაწილეები ტექნოპარკში

თბილისის მერიისა და ევროკავშირის პროექტ სპარკის ინიციატივით, პრე-აქსელერაცია Spark Z-ის ფარგლებში ,მეორე ტურში გადასული გუნდები საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ეწვივნენ. სააგენტოს წარმომადგენლებმა პრე აქსელერაციის მონაწილეებს ტექნოპარკი დაათვალიერებინეს და მცირე გრანტებზეც ესაუბრნენ.

პრე აქსელერაციის  მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ 15 000 -იან სახელმწიფო დაფინანსებაზე, რომელიც ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ სუბიექტებს საშუალებას აძლევს ინტეგრირდნენ საერთაშორისო ეკოსისტემაში და უზრუნველყონ  კომერციული პოტენციალის გაზრდა.

Spark Z-ის მონაწილეები ხვალ TBC სტარტაპერის ორგანიზებით, არაერთი სტარტაპის დამფუძნებელ, გაბრიელ მელივას, ონლაინ ფორმატში შეხვდებიან. პრე აქსელერაცია  Spark Z კი 28 ივნისს, 18:00 საათზე  სპარკში, დემო დღით დასრულდება.

Categories
ღონისძიებები

შეხვედრა Unit City-სთან- როგორ კეთდება ბიზნესი უკრაინაში?

თბილისის მერიისა და ევროკავშირის ბიზნეს აქსელერატორ სპარკის ორგანიზებით მორიგი  Go to global ღონისძიება გაიმართა. როგორ კეთდება ბიზნესი უკრაინაში?-ამ თემაზე  ისაუბრეს უკრაინული ბიზნეს აქსელერატორის Unit City-ს სპიკერებმა:

Valentina Rakitina, Head of Ecosystem Department, UNIT.City
Natalia Veremeeva, Director of Tech Ukraine
Ihor Markevych, Head of Development in USF

სტარტაპებისთვის საერთაშორისო შესაძლებლობა  საინტერესო თემა აღმოჩნდა ქართული აუდიტორიისთვის.  სპიკერებმა სტარტაპერებს უკრაინაში ბიზნესის შექმნის, მართვისა და განვითარების თავისებურებები გააცნეს. ისაუბრეს სტარტაპის მასშტაბების ზრდაზეც. შეხვედრა თბილისის დრით 17:00 საათზე ონლაინ პლათპორმაზე გაიმართა.

Categories
ღონისძიებები

spark Z – ზრდის ეტაპი

სტუდენტ ანტრეპრენერების პრეაქსელერააციის პირველი ფაზა დასრულდა. Spark Z-ის 2 კვირიანი ბუთქემფი 25 მა-გუნდმა გაიარა და აქედან მომდევნო ეტაპზე 8 გუნდი გადავიდა.

ტრენინგებზე დასწრების, მენტორინგ სესიებზე ჩართულობის, იდეის პროდუქტად ქცევის სტრატეგიისა და აქსელერაციის პერიოდში გამოვლენილი პროგრესით, Spark Z- ს განაგრძობენ შემდეგი გუნდები:

  • Anonymous Space
  • სტუმრობა
  • თამარ ფანჩულიძე
  • სამასწავლებლო
  • Melotime
  • Person for Person
  • RFID Startup
  • კვალი

Spark Z- ის მომდევნო ფაზა სტარტაპის ზრდის ეტაპია, სადაც 4 კვირის განმავლობაში გუნდები საკუთარი პროდუქტის MVP-ის შექმნაზე იმუშავებენ. პარალელურად გაიმართება ნეთვორქინგ შეხვედრები  სხვადასხვა წარმატებულ სტარტაპებთან.

Spark Z-ის მეორე ეტაპი სტარტაპ მარკეტინგის ტრენინგით 9 ივნის განახლდება. ფინანსების, ბიზნეს მოდელის შემუშავების, მინიმალური ღირებულების პროდუქტის დამზადების და სხვა მნიშვნელოვანი ვორქშოფების გავლის შემდეგ კი 30 ივნისს დემო დღით დასრულდება.

დემო დღეზე, ჟიურის წევრების წინაშე  საკუთარ იდეას თითოეული გუნდი 5 წუთიანი ფიჩით წარადგენს. გამარჯვებულ გუნდს სპარკი, თბილისის მერიასთან, თიბისი სტარტაპერთან, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და ლურჯ ოკეანესთან ერთად გამოავლენს.