თბილისის მერიის და ევროკავშირის ბიზნეს აქსელერატორი სპარკი, პროექტის ,,Go To Global”-ის ფარგლებში აგრძელებს განსაკუთრებული შესაძლებლობების შეთავაზებას ქართული სტარტაპებისთვის.
28 აპრილს 21:00-ზე გაიმართება შეხვედრა, ბოლოს წლების ერთ-ერთი ბესტსელერი, წიგნის ,,Blitzscaling” თანაავტორთან, ცნობილ ანტერპრენერთან და ინვესტორთან Chris Yeh-თან, რომელმაც აღნიშნული წიგნი linkedin-ის თანადამფუძნებელთან და ამჟამად Microsoft-ის ბორდის წევრთან Reid Hoffman-თან ერთად დაწერა.
შეხვედრაზე განხილული იქნება, რას ნიშნავს ,,Blitzscaling”-ის მეთოდოლოგია,მისი მიხედვით, როგორ მოვახდინოთ გლობალურ ბაზარზე უსწრაფესი და ეფექტური ზრდა,რა გზები, მაგალითები და შესაძლებლობები არსებობს აღნიშნული მიმართულებით.
შეხვედრა წარიმართება ინგლისურ ენაზე,რეგისტრაციის ბოლო ვადა 26 აპრილი.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ აღნიშნულ ბმულს:
Categories
Blitzscaling Toolkit
