Spark

ტრენინგ კურსი

კონტენტ მარკეტინგის ტრენინგ კურსი

თბილისის მერიისა და ევროკავშირის დაფინანსებით, სპარკში მორიგი ონლაინ ტრენინგი ჩატარდა.

კონტენტ მარკეტინგით სხვადასხვა სფეროს 25 წარმომადგენელი დაინტერესდა და 1 მარტიდან აქტიურად ესწრებიან ექსპრეს კურსს.

Მოკლე სატრენინგო კურსის ფარგლებში განხილული იყო კონტენტ მარკეტინგის პრინციპები, ანალიზის ხელსაწყოები ფეისფუქისა და ინსტაგრამის მაგალითზე, საუბარი იყო ასევე seo-ს მნიშვნელობაზეზე და პრაქტიკულ ხელსაწყოებზე რაც მოცემულ პროცესში გამოიყენება.
სპარკში სრულიად უფასოდ უკვე ჩატარდა ისეთი ტრენინგები, როგორიცაა “ციფრული ხელსაწყოები ბიზნესისთვის”, “ბიზნეს გეგმა საერთაშორისო სტანდარტებით”,” სოციალური მედია მენეჯმენტი” და სხვა.
თბილისის მერიისა და ევროკავშირის თანადაფინასებით მსგავსი ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება.