Spark

ფინანსები

დაფინასების მოსაპოვებლად საჭირო დოკუმენტები

დაფინანსების მოპოვებისთვის აუცილებელია გვქონდეს გარკვეული ტიპის ბიზნეს გეგმა, თუმცა დაფინანსების მოცულობის, ტიპების და ეტაპების მიხედვით სხვადასხვა ტიპის დოკუმენტები შეიძლება იყოს საჭირო. მთავარი მათგან შეიძლება იყოს ბიზნეს გეგმა ან ე.წ. პიჩ დეკი. ამისთვის პირველ რიგში განვიხილოთ რა განსხვავებებია ბიზნეს გეგმასა და პიჩ დეკს შორის და რა დროს არის მათი გამოყენება რელევანტური.

ალბათ გიფიქრიათ: „რა განსხვავებაა პიჩ დეკსა და ბიზნეს გეგმას შორის? რომელი უნდა შევქმნათ პირველი? რატომ ვიყენებთ პიჩ დეკს ბიზნეს გეგმის ნაცვლად ან პირიქით? არის თუ არა ბიზნეს გეგმები მოძველებული? არის თუ არა პიჩ დეკი უბრალოდ ლამაზი ბიზნეს გეგმა? 

ეს მნიშვნელოვანი კითხვებია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენი დრო შეზღუდულია, და ბიზნესს სწრაფი განვითარება სჭირდება.

სანამ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევძლებთ, განვიხილოთ თუ რა არის პიჩ დეკი და ბიზნეს გეგმა.

პიჩ დეკი

პიჩ დეკის პრეზენტაცია არის ვიზუალური დოკუმენტი, რომელიც შედგება დაახლოებით 10 დან 20 სლაიდამდე ინფორმაციისგან და ინვესტორებს აწვდის აუცილებელ ინფორმაციას თქვენი ბიზნეს გეგმის, პროდუქტის ან მომსახურების  შესახებ.

საუკეთესო პიჩ დეკი არის მოკლე, მაგრამ ინფორმაციული და გადმოცემულია მარტივი, ვიზუალურად მიმზიდველი სლაიდების მეშვეობით.

Pitch Deck-ის პრეზენტაცია ეგზავნება ინვესტორებს, რათა დაინტერესდნენ მეწარმესთან შეხვედრით, ან გამოიყენება როგორც ვიზუალური დამხმარე საშუალება ინვესტორებისთვის ან სხვა აუდიტორიისთვის პირდაპირი პრეზენტაციის დროს, როგორიცაა პიჩ კონკურსები. ან  გამოიყენება ორივე შემთხვევაში.

პიჩ დეკი შეიძლება იყოს კრიტიკული ინსტრუმენტი ბიზნესისთვის კაპიტალის მოსაზიდად, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია ამ პროცესში.

ბიზნეს გეგმა

ბიზნეს გეგმა არის წერილობითი დოკუმენტი, რომელიც აღწერს ჩვენს ბიზნესს და გვეხმარება დაფინანსების მოპოვებაში .

ის მოიცავს მიზნებს, სტრატეგიებს, ბაზრის, კონკურენტების და სეგმენტის ანალიზს,  გუნდის შესახებ ინფორმაციას, „სვოტ“ ანალიზს, მარკეტინგის, გაყიდვებს და ფინანსურ პროგნოზებს.

ბიზნეს გეგმა არის სრული კვლევებით გამყარებული 10-100 გვერდიანი დოკუმენტი. დოკუმენტი გამოიყენება ბიზნესის მომავალი 1, 3, 5 წლის გეგმების განსასაზღვრად და დეტალურად გადმოსაცემად.  

დოკუმენტი ჩვეულებრივ მოიცავს დიაგრამების, გამოსახულებების და სურათების მნიშვნელოვან რაოდენობას, მაგრამ ინფორმაციის გადმოსაცემად, პიჩ დეკისგან გასხვავებით ის დიდწილად ეყრდნობა ტექსტს. 

ბიზნეს გეგმა ასევე გვეხმარება:

  • ნათლად გამოვკვეთოთ და ჩამოვაყალიბოთ ბიზნეს იდეა;
  • აღმოვაჩინოთ პოტენციური პრობლემები;
  • დავისახოთ მიზნები;
  • გავზომოთ პროგრესი.

როდის გვჭირდება პიჩ დეკი და არა ბიზნეს გეგმა

როდესაც ვეძებთ წილის სანაცვლოდ კაპიტალით დაფინანსებას: თუ ვეძებთ დაფინანსებას ვენჩურული კაპიტალისტების, angel ინვესტორებისგან, ნაცნობების, მეგობრების, ოჯახის წევრების ან ნათესავებისგან და ა.შ.

თუ კომუნიკაციაში ვართ ინვესტორებთან: მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ ეტაპზე შეიძლება არ ვიყოთ მზად ინვესტიციების მისაღებად, მაგრამ თუ გვაქვს ინვესტორებთან კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა, პიჩ დეკი მზად უნდა გვქონდეს, რადგან პირველი შთაბეჭდილება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით გავლენიანი ურთიერთობების დამყარებისას.

როდესაც კონკურსში ვიღებთ მონაწილეობას: სტარტაპ ეკო-სისტემაში არის ბევრი პიჩინგ ღონისძიება და კონკურსი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ დამფუძნებლებს მიეცეთ შანსი დაამყარონ კომუნიკაცია პოტენციურ ინვესტორებთან. 

როდესაც ვეძებთ თანადამფუძნებლებს: თუ ვეძებთ თანადამფუძნებლებს, პიჩ დეკი საუკეთესო საშუალებაა ჩვენი კონცეფციისა და ღირებულების გადმოსაცემად.

როდესაც მივმართავთ ბიზნეს აქსელერატორებს: ბევრი აქსელერატორი მასში მონაწილეობის მისაღებად ითხოვს პიჩ დეკს. ისინი იყენებენ პიჩ დეკს ჩვენი კომპანიის შესაფასებლად და გადაწყვეტილების მისაღებად აქსელერაციის პროგრამაში კომპანიის ჩასართავად.

როდის გჭირდება ბიზნეს გეგმა და არა პიტჩ დეკი

როდესაც გვჭირდება სასესხო დაფინანსება, ბანკები კვლავ განიხილავენ ბიზნეს გეგმებს, ასე რომ ჩვენ დაგჭირდება ბიზნეს გეგმა, თუ გვსურს მიიღოთ რაიმე სახის სესხი ბანკიდან.

როდესაც გვჭირდება დიდი მოცულობის დაფინანსება, მაგალითად  500 ათას ლარზე მეტი დაფინანსების შემთხვევაში, უმჯობესია გვქონდეს გეგმა, თუ რაში გავხარჯავთ მას და გვქონდეს სრულყოფილი ფინანსური გეგმა, რადგან ინვესტორები დეტალურ ყურადღებას მიაქცევენ მას.

როდესაც გვყავს თანადამფუძნებლები/თანამფლობელები, კარგია გვქონდეს გაწერილი და შეთანხმებული გეგმა, რათა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ყველას აქვს ჩამოყალიბებული ნათელი ხედვა  კომპანიის განვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე არის ცოცხალი დოკუმენტი და უნდა განახლდეს ბიზნეს პროცესების ცვილებებიდან გამომდინარე.

სხვადასხვა ბიზენსის მხარდამჭერი პროგრამებში მონაწილებისას, სადაც ყველა პროგრამას როგორც წესი აქვს საკუთარი სააპლიკაციო ფორმები, რომლებიც თავის მხივ იგივე ბიზნეს გეგმებს წარმოადგენენ.

რომელი უფრო მნიშვნელოვანია, პიჩ დეკი  თუ ბიზნეს გეგმა?

შეიძლება ითქვას, რომ ორივე მნიშვნელოვანია, რადგან ერთის მხრივ, დიდი ალბათობით რეალურად მხოლოდ პიჩ დეკია ის დოკუმენტი, რასაც ნახულობენ ინვესტორები და თუ არ გვაქვს კარგი ბიზნეს პიჩ დეკი, არ გვექნება შესაძლებლობა უფრო დეტალურად ვისაუბროთ პოტენციურ ინვესტორებთან, ამან კი შეიძლება წაგვართვას მნიშვნელოვან მენტორებთან და პარტნიორებთან  დაკავშირების შანსი.

მიუხედავად ამისა, სრულყოფილი გეგმის გარეშე, მხოლოდ პიჩ დეკი შეიძლება საკმარისი არ იყოს.  ინვესტორები ყოველდღიურად ნახულობენ პიჩ დეკებს  და შეუძლიათ ადვილად ამოიცნონ არარეალისტური, განუხორციელებადი, არა სათანადოდ მომზადებული იდეა და დამფუძნებლები. 

თუ დეტალურად არ ვიცით ჩვენი იდეის შემადგენელი თითოეული კომპონენტი, მაშინ კარგ პიჩ დეკს შეუძლია დაგვეხმაროს მხოლოდ შეხვედრის გამართვაში, მაგრამ ეს არ დაგვეხმარება დაფინანსების მოპოვებაში. 

ბიზნეს გეგმის შედგენისას მეწარმეები ზოგჯერ იბნევიან სხვადასხვა ტერმინებით, განსაკუთრებით ბიზნეს გეგმასა და ფინანსურ გეგმას შორის განსხვავებით.

მიუხედავად იმისა, რომ ბიზნეს გეგმა უნდა შეიცავდეს ფინანსურ გეგმას, ეს ორი დოკუმენტი ძალიან განსხვავებულია და აქვთ ცალკეული მიზნები.

ფინანსურ გეგმას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ფორმები (სქემები, ცხრილები), რომელიც  უნდა ასახავდეს ფინანსურ პროგნოზებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში (ძირითადად 3-დან 5 წლამდე).

ფინანსური გეგმა თავის მხრივ მოიცავს ფინანსურ მოდელს, რომელიც შედგება სამი ძირითადი ფინანსური უწყისისგან, როგორიცაა

მოგება ზარალის უწყისი – უწყისი კომპანიის შემოსავლებისა და ხარჯების შეახებ.

საბალანსო უწყისი –  უწყისი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, მისი აქტივების, ვალდებულებების და კაპიტალის შესახებ.

ფულის მოძრაობის უწყისი – უწყისი ფულადი რესურსების შემოდინებისა და გადინების შესახებ.

ასევე, მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რა არის ჩვენი ძირითადი დაშვებები და ლოგიკა რასაც ეფუძნება ფინანსური პროგნოზები, რადგან მომავლის პროგნოზირება ადვილი არ არის და ხშირად გვჭირდება გარკვეული ვარაუდების გაკეთება. 

რაც უფრო მეტი წყარო და მონაცემი გვექნება ჩვენი პროგნოზების დასასაბუთებლად, მით უფრო გავამყარებთ და დამაჯერებელს გავხდით ფინანსურ მოდელს. 

ინვესტორები აფასებენ მეწარმეებს, რომლებიც რეალისტურ პროგნოზების აკეთებენ და ესმით მათი შესაძლებლობები და პოტენციური რისკები.

დამატებით საჭიროების და ასეთის არსებობის შემთხვევაში დაფინანსების მისაღებად შესაძლოა საჭირო იყოს შემდეგი ტიპის დოკუმენტები:

  • არსებული გაყიდვების შესახებ ინფორმაცია;
  • კონტრაქტები;
  • საბანკო ამონაწერი;
  • ბიზნეს რეესტრის ამონაწერი; 
  • პროექტის ხარჯთაღრიცხვა; 
  • პატენტები, ნებართვები, ლიცენზიები, სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია;
  • განხორციელებული პირველადი ბაზრის კვლევები (რომელიც გულისხმობს ჩვენ მიერ ახლად მოპოვებულ მონაცემებს) და ა.შ.