Spark

E-commerce აქსელერატორი

თბილისის მერიის და ევროკავშირის ბიზნეს აქსელერატორ სპარკის პროექტი „E-commerce აქსელერატორი“ არის პროგრამა, რომლის მიზანს წარმოადგენს  SME ბიზნესის გაციფრულებისა და ელექტრონული ექსპორტის ხელშეწყობა, ბიზნესის გაფართოება და განვითარება გლობალურ ბაზარზე ელექტრონული კომერციის პლატფორმების მეშვეობით.

სამიზნე აუდიტორია: SME ბიზნესი რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება აქვს.

მხარდაჭერილი ინდუსტრიები: 

  • ინტერიერის დიზაინის ნივთები, 
  • მოდასთან დაკავშირებული ბიზნესი, 
  • ტანსაცმელი, ფეხსაცმელი,
  • საბავშვო ტანსაცმელი, 
  • ტექსტილი, 
  • სამკაულები და აქსესუარები,
  • ტყავის ნაწარმი, 
  • კერამიკული ნაწარმი, 
  • ხის ნაწარმი, 
  • მცირე ზომის ავეჯი,
  • სათამაშოები

პროგრამაში მონაწილეობისთვის შესაბამისი ინდუსტრიებიდან ბენეფიციარებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი შერჩევის კრიტერიუმები:

მარაგები მინიმუმ 100 ერთეული პროდუქტის მარაგის არსებობა თითოეული საექსპორტო პროდუქტისთვის. 

რეალიზაცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში მინიმუმ 100 ერთეული საშუალო თვიური პროდუქტის რეალიზაცია.

პროდუქციის მრავალფეროვნება – მინიმუმ 3 სახეობის პროდუქტის არსებობა.

ბიუჯეტი – Etsy და Shopify – ის შემთხვევაში, მინიმუმ 500 ლარიანი ბიუჯეტის, ხოლო Amazon-ის შემთხვევაში, მინიმუმ 3,000 ლარიანი ბიუჯეტის არსებობა, პროდუქტის საზღვარგარეთ გაგზავნის, მარკეტნგის, შტრიხ კოდების, ელექტრონული სავაჭრო პლატფორმების მოსაკრებლების და ა.შ ხარჯებისთვის.

ენობრივი უნარები – ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

პროდუქტის წონა – მაქსიმუმ 3 კგ.

დავალიანება – არ გააჩნია ვადაგადაცილებული საგადსახადო ვალდებულება.

შერჩეული ბიზნესის წარმომადგენლები, გაივლიან 1 თვიან ინტენსიური გადამზადების პროგრამას, რომლის მიზანიც ექსპორტის ძირითადი საკითხების შესახებ ცოდნის გაღრმავება, ასევე გლობალური სავაჭრო პლატფორმების ათვისების და მათზე პროდუქტის განთავსების სპეციფიკის შესწავლაა. პრაქტიკული ტრენინგები ორიენტირებულია მონაწილეთა ბიზნესის განვითარებასა და გაფართოებაზე და მოიცავს ინდივიდუალურ მენტორინგ სესიებს, სხვადასხვა შეხვედრებს სფეროს ექსპერტებთან.

ტრენინგებს გაუძღვებიან სფეროს ლიდერი ექსპერტები, მათ შორის ლევან მოლაშვილი, კატო რამიშვილი, ექსპორტის განვითარების ასოციაციის ტრენერები. 

ინტენსიური ტრენინგების გავლის შემდეგ გაიმართება დემო დღე, რომელზეც სპეციალურად დაკომპლექტებული ჟიური შეარჩევს 3 გამარჯვებულ ბიზნესს. რომლებიც მიიღებენ 15 000 ლარამდე ღირებულების სერვისს პროდუქტის გლობალურ ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებზე Amazon, Etsy, Shopify-ზე განთავსება, წარმოჩენა  და რეალიზაციაში. 

ტრენინგის მონაწილე ბენეფიციარების შერჩევა

გამარჯვებული ბენეფიციარების შერჩევა, ინდივიდუალური მენტორინგ სესიები

პროდუქტის ფოტო და ვიდეო გადაღება, ბრენდინგი, შეფუთვის დიზაინი

ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე რეგისტრაცია, პროდუქტის განთავსება და გაგზავნა

ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე მაღაზიების შემდგომი მართვა

პროექტის პარტნიორები: 

ექსპორტის განვითარების ასოციაცია

აწარმოე საქართველოში

ამაზონ ექსპორტ ჰაბი

ონლაინ კომერციის ასოციაცია

პროექტის მეორე ნაკადზე რეგისტრაცია დასრულებულია !