თბილისის მერიისა და ევროკავშირის ბიზნეს აქსელერატორი სპარკის და სტარტაპ გრაინდის ინიციატივით 30 ივნისს თბილისს სილიკონ ველის ინფლუენსერი, ინვესტორი და მენტორი, მარვინ ლიაო (Marvin Liao ) ეწვევია.
ვიზიტის ფარგლებში მარვინმა ტრენინგი „ Going to US market with Marvin Liao“, ჩაატარა ციფრულ ტექნოლოგიებში მოღვაწე კომპანიებისა და სტარტაპებისთვის.
მარვინმა პროექტის მონაწილეებს ასევე გაუზიარა გამოცდილება და ინდივიდუალურ დონეზე მისცა რჩევები ამერიკის ბაზარზე გასვლის სპეციფიკასა და სტრატეგიებზე.