თბილისის მერიის და ევროკავშირის ერთობლივი პროექტი ბიზნეს აქსელერატორი „სპარკი“ აცხადებს ფინანსური ბიზნეს ანალიტიკოსის ვაკანსიას.
ძირითადი მოვალეობები:
- სტარტაპებთან და მცირე და საშუალო ბიზნესებთან ურთიერთობა, ბიზნესის ფინანსურ ნაწილში კონსულტიის გაწევა;
- ფინანსური გეგმა, ფინანსური მოდელი და ფინანსური უწყისების აგება (მოგება-ზარალის უწყისი, საბალანსო უწყისი, ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი);
- ბიზნეს მოდელის დახვეწა, შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი, ოპიმიზაცია;
- ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების და ბიზნესის ღირებულების განსაზღვრის ტექნიკები საინვესტიციო შეთავაზებების მომზადებისთვის;
- ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტიციების გამცემ მხარეებთან ურთიერთობა, ბენეფიციართათვის პოტენციური პარტნიორობის მოპოვების მიზნით;
- ბენეფიციარების ბიზნეს გეგმების და პიჩ დეკების ფინანსურ ნაწილებზე მუშაობა მათი დახვეწის და დაფინანსების მოსაპოვებლად მომზადების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ფინანსური, ეკონომიკური ან ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით. სასურველია მაგისტრის ხარისხი;
- ფინანსურ უწყისებთან მუშაობის გამოცდილება;
- ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა; სასურველია ACCA-ს ან მასთან გათანაბრებული ორგანიზაციის სერთიფიკატი;
- ფინანსური მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- MS Excel-ის კარგი ცოდნა;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ანალიტიკური, და ეფექტური კომუნიკაციის უნარები.
ჩვენ გთავაზობთ:
პროფესიონალ გუნდთან ერთად სამეწარმეო ეკოსისტემაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ საინტერესო პროექტებში ჩართულობას, სხვადასხვა პროექტების ორგანიზების და მისი განხორციელების შესაძლებლობებს.
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი – პარასკევი 11:00 – 18:00 ( 9 თვიანი კონტრაქტით, პროექტის ფარგლებში); ანაზღაურება 870 € ექვივალენტი ლარში.
რეზიუმე 18 აპრილის ჩათვლით გამოაგზავნეთ აღნიშნულ მისამართზე : tbilisispark@gmail.com
რეზიუმეს გამოგზავნის დროს აუცილებლად მიუთითეთ თქვენთვის სასურველი მიმართულება.
გაითვალისწინეთ, რეზიუმეში ნათლად უნდა იყოს წარმოჩენილი თქვენი სიღრმისეული გამოცდილება მოცემულ მიმართულებაზე.
გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებებს!