Spark

პრე - აქსელერაცია

თბილისის მერიის და ევროკავშირი საქართველოსთვის ბიზნეს აქსელერატორი სპარკის ,,პრე-აქსელერაციის პროგრამის“ მიზანია ქართული სტარტაპების ბაზარზე გასვლის, ზრდის და მასშტაბირების ხელშეწყობა.
 
ხანგრძლივობა: 1 თვე.
 
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
 
პროგრამის სამიზნე აუდიტორია: ტექნოლოგიური სტარტაპები, რომელთაც მზად აქვთ მინიმალური ღირებულების პროდუქტი და აქტიურად ცდილობენ ბაზარზე გასვლას, ან უკვე ჩაუშვეს თავიანთი პროდუქტი.
 
პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია მონაწილეობის მსურველმა სტარტაპმა დააკმაყოფილოს შემდეგი კრიტერიუმები:
 
წარმოადგინოს პიჩდეკი – რომელშიც ნათლად იქნება წარმოდგენილი, საჭიროების ანალიზი, პროდუქტის ძირითადი ფუნქციონალი, სამიზნე ბაზარი, საბაზრო შესაძლებლობები, მაშტაბირების ხედვა, კონკურენტების ანალიზი, შემოსავლის მოდელი, გუნდი, დღემდე შესრულებული სამუშაოები.
 
გუნდი – ყავდეს ჩამოყალიბებული გუნდი, რომელსაც შეუძლია სტარტაპის სამუშაო პროცესის სისტემატიზაცია.
 
საჭიროება/მოტივაცია– სტარტაპის ამჟამინდელი საჭიროება შესაბამისობაში იყოს პროგრამის მიზნებთან. (ემზადებოდეს ბაზარზე გასავლელად, ან ახალი საბაზრო შესაძლებლობების გასავითარებლად) აქსელერაციის პროგრამაზე შერჩეული სტარტაპები, გაივლიან 1 თვიან ინტენსიური გადამზადების პროგრამას, რომელიც მოიცავს პრაქტიკულ ტრენინგებს, მენტორინგ სესიებს და პარტნიორების მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ქომიუნითი შეხვედრებს.
 
ტრენინგებს გაუძღვებიან სხვადასხვა სფეროს ლიდერი ექსპერტები, მათ შორის მარიამ ცანავა, ანა თუმანიშვილი,თათია კარიაული,აკაკი მეტრეველი, გიორგი ნორაკიძე, გიორგი ასტამაძე და სპარკის ბიზნეს ექსპერტები.
 
სტარტაპ პრე-აქსელერაცია მასშტაბური დემო დღით დასრულდება, რომელზეც 3 გამარჯვებულ გუნდს ეკოსისტემის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჟიურის წევრები შეარჩევენ.
 
გამარჯვებული სტარტაპები 15 000 ₾-მდე ღირებულების ინვესტიციას მიიღებენ იმ სერვისებში რომლებიც მნიშვნელოვანია ბაზარზე გასასვლელად. მათ შორის: მარკეტინგული სტრატეგია, სოციალური მედია სტრატეგია და მათი განხორციელება.
 
*ინვესტიციის მიღებამდე სტარტაპმა უნდა დაადასტუროს ბაზარზე გასვლის და პროდუქტის დახვეწის მზაობა.
 
პროექტის პარტნიორები არიან: ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) , ანგელოზ ინვესტორთა ქსელი Axel, Startup Buro და Globalize. რომლებიც სხვადასხვა ქომუნითი შეხვედრების ორგანიზებით მხარს დაუჭერენ სტარტაპებისთვის დამატებითი ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობებს, დააორგანიზებენ ენჯელ ინვესტორებთან შეხვედრებს.