28 მაისს თბილისის მერიისა და ევროკავშირის ბიზნეს აქსელერატორ სპარკის პროექტის “Spark-Z ” ფინალური ნაწილი “დემო დღე” გაიმართა.
პროექტი 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და თავის მხრივ აერთიანებდა ბუთქემფისა და ზრდის ეტაპებს.
მონაწილე 20 გუნდიდან ფინალური დემო დღისთვის 8 გუნდი შეირჩა.
დემო დღეზე გუნდებს სპეციალური ჟიური აფასებდა :
ზურაბ პერტაია – TBC IT აკადემიის მენეჯერი.
ანი ვაშაყმაძე – ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დონორებთან ურთიერთობის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ნაია აბაშიძე – ლურჯი ოკეანის მენეჯერი.
ლაშა გორგოშაძე – Nasta-ს მენეჯერი.
გამარჯვებული გახდა გუნდი “მელოთაიმი” .
ასევე გამოვლინდნენ ჟიურის რჩეული გუნდები :
გუნდი “სტუმრობა” TBC IT აკადემიისგან საჩუქრად MVP-ს შექმნას მიიღებს, რაც მათ ვალიდაციის პროცესში დაეხმარება.
გუნდ P4P-ის კი გადაეცა წიგნების ნაკრები “ლურჯი ოკეანისგან”.
ბიზნეს აქსელერატორი სპარკი მადლობას უხდის პროექტის პარტნიორებს და მონაწილეებს.