თბილისის მერიისა და ევროკავშირის პროექტ სპარკის ინიციატივით, პრე-აქსელერაცია Spark Z-ის ფარგლებში ,მეორე ტურში გადასული გუნდები საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ეწვივნენ. სააგენტოს წარმომადგენლებმა პრე აქსელერაციის მონაწილეებს ტექნოპარკი დაათვალიერებინეს და მცირე გრანტებზეც ესაუბრნენ.
პრე აქსელერაციის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ 15 000 -იან სახელმწიფო დაფინანსებაზე, რომელიც ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ სუბიექტებს საშუალებას აძლევს ინტეგრირდნენ საერთაშორისო ეკოსისტემაში და უზრუნველყონ კომერციული პოტენციალის გაზრდა.
Spark Z-ის მონაწილეები ხვალ TBC სტარტაპერის ორგანიზებით, არაერთი სტარტაპის დამფუძნებელ, გაბრიელ მელივას, ონლაინ ფორმატში შეხვდებიან. პრე აქსელერაცია Spark Z კი 28 ივნისს, 18:00 საათზე სპარკში, დემო დღით დასრულდება.