Categories
ბლოგი მენტორები

როგორ განვვითარდეთ კარიერულად, ტექნოლოგიურ სამყაროში ?

სად მივყავართ ტექნოლოგიურ განვითარებას? ეს ის კითხვაა, რომელიც უნდა „გვაწუხებდეს“, როგორც ინდივიდის დონეზე, ისე დამსაქმებელს, რომელიც ყოველდღიურად უნდა მიჰყვებოდეს ახალ გამოწვევებს. ამ გამოწვევებში ტექნოლოგიური განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი პროგრესი, თუმცა ოდნავ, რომ დავფიქრდეთ შეიძლება ვთქვათ „საფრთხე”-ც. რაში გამოიხატება ეს „საფრთხე“?

ტექნოლოგიურმა განვითარებამ, პროცესების გამარტივებასთან ერთად, მეტად „გაამარტივა“ და „გაართულა“ კარიერული წინსვლისა და დასაქმებისათვის აუცილებელი უნარები. თუ შენ ამ საკითხზე არ გიფიქრია, შესაძლოა „ხვალ“ შენი პოზიცია ჩაანაცვლოს ტექნოლოგიამ.

ტექნოლოგიური განვითარება პირდაპირ გვეუნება, რომ ძალიან ბევრი პოზიცია, რომელსაც ჯერ კიდევ ადამიანის რესურსი იკავებს, „ხვალ“ შესაძლოა ჩაანაცვლოს ტექნოლოგიამ. ეს ის „შესაძლოა“ 99.9%-ით, რომ შესრულდება ხვალ, ან ვინ იცის, დღეს და ახლა. რა მოხდება, ამაზე პასუხი მარტივია-ადამიანის რესურსის საჭიროება, უბრალოდ, თუ მარტივად (ვისთვის, როგორ) გაქრება.

მაშ, რა სარგებლობა მოაქვს ტექბოლოგიას?

  • პროცესების გამარტივება, პროგრესირება, დროის მენეჯმენტის რიფრეიმინგი…!

რას ვერ ჩაანაცვლებს ტექნოლოგია?

ტექნოლოგია, რომლის ინტეგრირებაც პროგრესირების, წინვლისა და განვითარების განუყოფელი ნაწილია ვერ ჩაანაცვლებს ადამიანურ უნარებს, ის ვერ ჩაანაცვლებს ემოციურ ინტელექტს, ვერ აწარმოებს მოლაპარაკებებს, ვერ ჩაანაცვლებს კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედებითობას, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი გასაღებია რიგი სტარტეგიული გადაწყვეტილების მისაღებად, თუ ინოვაციური იდეა-პროქტების შესაქმნელად.

თუ შენ ფიქრობ, რომ შენი რესურსი ამ „საფრთხის“ წინაშეა არც კი იფიქრო, რომ ხარ „მსხვერპლი“. ახლა, ისევ და ისევ ტექნოლოგიის დახმარებით ეცნობი ამ ინფორმაციას. დროა დაიწყო ფიქრი თვითგანვითარებაზე. როგორ?- თვიშეცნობით.

დღეს დამსაქმებელი, რომელიც მიმართვს ტექნოლოგიების ინტეგრირებას, პროცესების გამარტივებას, ანუ პროგრესირებას და რომელიც კარგად აცნობიერებს აღნიშნული საკითხის მნიშვვნელობას, მიზნობრივ თანამშრომლებში, პირველ რიგში, ეძებს სწორედ იმ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი უნარების არსებობას, რასაც ტექნოლოგია ვერ ჩაანაცლებს. მეტიც, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პოზიციას იკავებს ადამიანი მას ყოველთვის აქვს კომუნიკაცია მინიმუმ ერთ ადამიანთან, იქნება ეს თანამშრომელი, თუ საქმიანი პარტნიორი, მან უნდა შეძლოს გუნდთან ინტეგრირება, სხვისი აზრის მოსმენა, გაგეგა, ჯანსაღი კომუნიკიაციის წარმოება, ჰარმონიის შემოტანა გუნდში. ასეთი ტიპის ინდივიდებში უნდა ვხედავდეთ მათი რესურსის იმპლემენტირების მოქნილობას, რომელიც არ შემოიფარგლება ერთი კონკრეტული პოზიციით, მარტივად შესწავლადი საქმის გამოცდილებით, თუ ამ პოზიციის ფუნქცია-მოვალეობების შესრულების უნარით. ეს ის უნარებია, რომელთა განვითარება საჭიროებს მეტ დროით რესურსსა და ძალისხმევას, პირობითად, რომელიმე პროგრამის შესწავლასთან შედარებით.

Photo by: Marvin Mayer on Unsplash

მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს შევეხოთ მეტად სიღრმისეულად და გავაცნობიეროთ, თუ რა კავშირია ამ უნარებსა და ინდივიდის კარიერასთან, ხოლო შემდეგ ორგანიზაცულ განვითარებასთან და შემდეგ ქვეყნის განვითარებასთან.  ეს კავშირი კი მიზეზ -შედეგობრივია, ერთგვარი სისიტემაა, ვარსკლავებივით, მაგრამ მათგან განსხვავებით 24 საათი „ანათებს“, უფრო სწორად უნდა ანათებდეს.

მუდმივად ცვალებად რეალობაში, სადაც მუდამ უნდა ვიყოთ მზად სტარტეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად, სადაც არ არის საკმარისი „გუშინ“ მიღებული ცოდნა, თუ გამოცდილება, რეალობაში, სადაც ტექნოლოგიური განვითარება ყოველდღიურად ამბობს თავის სიტყვას კარიერული განვითარება არის კიდევ უფრო მეტად შეუქცევადი პროცესი და მოითხოვს პროგრესს მთელი ცხოვრების განმავლობაში.  

დავიწყოთ იქიდან, რომ კარიერას არ აქვს ასაკი. ეს არის პროცესი, რომელიც იღებს საწყისს თავისუფლებიდან, ფიქრისა და აზროვნების თავისუფლებიდან. ცხადია, აქ ჩნდება კითხვა, რომ ეს თავისუფლება, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ მოჩვენებითი და სიტყვიერი რესურსია და ბევრი ბავშვი, ინდივიდი, მოქალაქე რჩება ამის ანაბარა. სად არის პრობლემა, ან იქნებ ვინ? ამ, ჯერ კიდევ, კომპლექსურ პროცესს ყავს არა ერთი აქტორი: გარემო, სტერეოტიპები, სკოლა-სასკოლო განათლება, მშობლები. ყველა აქტორია განვითარების პროცესში: ან გიზღუდავს არჩევანის თავისუფლებას, ან გაძლევს და გივითარებს თავისუფალ აზროვნებას, ემოციურ ინტეელქტს, რომელიც ფუნდამენტურად გვეხმარება აღმოვაჩინოთ საკუთარ თავში ლიდერი. ვიცოდეთ რა გვსურს, რა გამოგვდის და რა არ გამოგვდის. რა უნარები, დადებითი და უარყოფითი თვისებები გაგვაჩნია, რისი კეთება გვსურს. ეს უკანასკნელი მთავარია ინდივიდის კარიერაში, ინდივიდის, რომელიც ნაწილია, როგორც ორგანიზაციის, ისე საზოგადოების, ქვეყნის განვითარების პროცესში.

თუ შენ კითხულობ ამ სტატიას და თვლი, რომ არასწორად მიიღე არჩევანი, სწავლობ, ან მუშაობ იმ მიმართულებით, რაც არ არის შენი მოწოდება, ინტერესის სფერო, ან არ იღებ სიამოვნებას პროცესით, დასკვნა ერთია – არ გიყვარს შენი პროფესია და შესაბამისად საქმიანობა. ეს არ არის განაჩენი. შენ უნდა იყო ცვლილება, რომლის დანახვაც გსურს გარემოში და ეს გარემო, პირველ რიგში, იწყება შენი მიკრო გარემოდან, სადაც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, უბრალოდ, გადადგა ნაბიჯი, „ჩართო“ თვითშეცნობის უნარი, მიმართო ფიქრის თავისუფლება და აღმოაჩინო რა გსურს, ხოლო შემდეგ წახვიდე რისკზე, რათა გადახვიდე შენი კარიერის მომდევნო თაღებზე.

ყველა ადამიანს აქვს კონკრეტული #მისია ამ ცხოვრებაში, ყველაზე დიდი მიღწევა, პირველ რიგში, ამ მისიის აღმოჩენაა და შემდეგ მოქმედება.

პროფესია სხვამ აგირჩია? – შეცვალე არჩევანი!

სამსახური არ მოგწონს? – დაფიქრდი მიზეზებზე და ეცადე შექმნა ცვლილება, მაგრამ, რაც მთავარია, არასდროს დაკარგო ყველაზე ძვირფასი, შეუფასებელი და შეზღუდული რესურსი- დრო!

როგორ გვეხმარება ამ პროცესში ემოციური ინტელექტი, რომელსაც ტექნოლოგია – ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს?

ემოციური ინტეელქტის მქონე ადამიანიანს, გარდა ემოციების მართვის უნარისა გააჩნია შემდეგი 5 თვისება. პირველი, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, არის თვითშეცნობის უნარი, რომელიც ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანს ეხმარება შეიცნოს საკუთარი თავი, ბოლომდე, სიტყვა ბოლომდე ამ პროცესში საკვანძოა, რადგან მთელი ცხოვრება არის საკუთარი თავის შეცნობის პროცესი, ჩვენ ვერც კი წარდმოგვიდგენია, თუ რამდენი რამ იმალება ჩვენში, იქნება ეს თვისება, უნარი, ნიჭი. გარდა ამისა, თვითშეცნობის უნარი გვეხმარება შევიცნოთ და დავაფასოთ ჩვენ ირგვლივ არსებული შესაძლებლობები, რესურსები, ინდივიდები. შემდგომ უკვე მნიშვნელოვანი ხდება აღმოჩენილი თვისებებისა, თუ რესურსებისათვის სწორი მიმართულების მიცემა და პრაქტიკაში გადატანა, სადაც იკვეთება მეორე უნარის აუცილებლობა – თვითმართვა. თვითმართვის უნარი ემოციური ინტელექტის მქონე ადამაინს ეხმარება პრაქტიკულ იმპლემენტირებაში. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ რეალობაში გვხდება ბევრი ბარიერი, ხელოვნური, თუ სხვა სახის, თუმცა ეს რეალური სურათია, შესაძლოა არაჯანსაღი კონკრურენცია (ჯანსაღი, ვთანხმდებით, რომ აუცილებელია განვითარებისათვის, ამავე დროს, მეტი სტიმულია), ხშირად ისეთია რეალობა, რომ მას ვუწოდებთ „დასასრულს“ და სწორედ აქ იკვეთება ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანის შემდეგი თვისება – თვითმოტივირების უნარი. ეს ადამიანი არ ნებდება, მან კარგად იცის, რისი კეთება სურს და მისთვის მნიშვნელოვანია დასახული მიზანი, თუ მიზნები, შესაბამისად, ბოლომდე მიდის და, თუ რაღაც ვერ გამოვიდა, კარგად აცნობიერებს, რომ აღნიშნული „მარცხი“ მისთვის კიდევ ერთი გამოცდილებისა და ზრდის წყაროა და აგრძელებს სვლასა და თვითმოტივირებას. აქ, ძალიან მნიშვნნელოვანია, კიდევ ერთხელ, ხაზი გავუსვათ – თუ მიჰყვები შენს #მისია ს, რათა პროცესში არ ჩნდებოდეს კითხვა „მიღირს კი“, რომელიც მუდმივად დაგტანჯავს და წაგართმევს პროცესით მიღებული სიამოვნებით გამოწვეულ ჰარმონიას.

ყველა თვისებასთან ერთად ემოციური ინეტელეტის მქონე ადამიანს გააჩნია ემპათიის უნარი, უნარი, რომელიც ამ ადამიანთან ურთიერთობას, თანამშრომლობას ხდის ჰარმონიულს. მას შეუძლია თანაუგრძნოს სხვებს, დაეხმაროს, დაუდგეს გვერდში, საკითხებს და მოვლენებს შეხედოს მათი გადმოსახედიდან და, თუ არ ეთანხმება, აუხსნას.

რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი არის სოციალური უნარების მქონე ადამაინი, რაც მისი, კიდევ ერთი, თვისებაა. ის მარტივად ამყარებს კომუნიკაციას ყველა ადამიანთან, მასთან ურთიერთობა, საინტერესო და ლაღია.

აღნიშნული უნარები ეხმარება ადამიანს აღმოაჩინოს საკუთარ თავში #ლიდერი და გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რაც გააჩნია, ხოლო ასეთი ინდივიდების გაერთიანება ქმნის ჯანსაღ ორგაზნიაციულ კულტურას, სადაც ადამიანები არ ასრულებენ საქმეს მხოლოდ  მოვალეობის მოხდის მიზნით, სადაც სუფევს ჰარმონია და ინდივიდები მუშაობენ საერთო ინტერესებით.

დიახ, ეს ის უნარებია, რომელსაც ტექნოლოგია-ხელოვნური ინტელექტი, რომელიც გვიმარტივებს პროცესებს, ვერ ჩაანაცვლებს. ეს ადამიანური უნარებია.

ასეთი ინდივიდები ქმნიან ორგანიზაციისა, თუ გუნდის წარმატებულ შედეგებს, რადგან მათ აქვთ ფიქრის და აზროვნების თავისუფლება, არიან ინსპირირებულები და მუდმივად ფიქრობენ, ენთუზიამით, როგორ გაზარდონ შედეგები და გაიყვანონ ორგანიზაცია , თუ გუნდი უმაღლეს – ახალ ნიშნულზე და სწორედ ასეთი ინდივიდების გაერთიანება ქმნის ორგანიზაციის არაორდინალურ შედეგებს, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე და ბედნიერების ინდექსზე და ზოგად ემოცირ ფონზე. რეალიზებული მოქალაქე, რომელმაც იცის რა სურს, აკეთებს იმას, რისი კეთებაც სურს, ასხივებს მეტ დადებით ემოციას, რაც წამებში გადადის მეორე ადამიანზე და ასე გრძელდება დაუსრულებლად. სწორედ ასეთი უნარების მქონე ადამიანმა და ადამაინებმა გამოიგონეს და განავითარეს ხელოვნური ინტელექტი. ყველაფერი კავშირია, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.

ნატალია ვართანოვა

ორგანიზაციული განვითარების & HR & კარიერის კონსულტანტი

OD ექსპერტი , მკვლევარი