Categories
ღონისძიებები

Spark Z-ის დემო დღე

28 მაისს თბილისის მერიისა და ევროკავშირის ბიზნეს აქსელერატორ სპარკის პროექტის “Spark-Z ” ფინალური ნაწილი “დემო დღე” გაიმართა. 
პროექტი 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და თავის მხრივ აერთიანებდა ბუთქემფისა და ზრდის ეტაპებს.
მონაწილე 20 გუნდიდან ფინალური დემო დღისთვის 8 გუნდი შეირჩა. 


დემო დღეზე გუნდებს სპეციალური ჟიური აფასებდა : 
ზურაბ პერტაია – TBC IT აკადემიის მენეჯერი.

ანი ვაშაყმაძე – ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დონორებთან ურთიერთობის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ნაია აბაშიძე – ლურჯი ოკეანის მენეჯერი.

ლაშა გორგოშაძე – Nasta-ს მენეჯერი.
გამარჯვებული გახდა გუნდი “მელოთაიმი” .

ასევე გამოვლინდნენ ჟიურის რჩეული გუნდები : 

გუნდი “სტუმრობა” TBC IT აკადემიისგან საჩუქრად MVP-ს შექმნას მიიღებს, რაც მათ ვალიდაციის პროცესში დაეხმარება.

გუნდ P4P-ის კი გადაეცა წიგნების ნაკრები “ლურჯი ოკეანისგან”.


ბიზნეს აქსელერატორი სპარკი მადლობას უხდის პროექტის პარტნიორებს და მონაწილეებს. 

Categories
ღონისძიებები

Spark Z-ის მონაწილეები ტექნოპარკში

თბილისის მერიისა და ევროკავშირის პროექტ სპარკის ინიციატივით, პრე-აქსელერაცია Spark Z-ის ფარგლებში ,მეორე ტურში გადასული გუნდები საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ეწვივნენ. სააგენტოს წარმომადგენლებმა პრე აქსელერაციის მონაწილეებს ტექნოპარკი დაათვალიერებინეს და მცირე გრანტებზეც ესაუბრნენ.

პრე აქსელერაციის  მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ 15 000 -იან სახელმწიფო დაფინანსებაზე, რომელიც ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ სუბიექტებს საშუალებას აძლევს ინტეგრირდნენ საერთაშორისო ეკოსისტემაში და უზრუნველყონ  კომერციული პოტენციალის გაზრდა.

Spark Z-ის მონაწილეები ხვალ TBC სტარტაპერის ორგანიზებით, არაერთი სტარტაპის დამფუძნებელ, გაბრიელ მელივას, ონლაინ ფორმატში შეხვდებიან. პრე აქსელერაცია  Spark Z კი 28 ივნისს, 18:00 საათზე  სპარკში, დემო დღით დასრულდება.