Categories
ღონისძიებები

Spark Z-ის დემო დღე

28 მაისს თბილისის მერიისა და ევროკავშირის ბიზნეს აქსელერატორ სპარკის პროექტის “Spark-Z ” ფინალური ნაწილი “დემო დღე” გაიმართა. 
პროექტი 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და თავის მხრივ აერთიანებდა ბუთქემფისა და ზრდის ეტაპებს.
მონაწილე 20 გუნდიდან ფინალური დემო დღისთვის 8 გუნდი შეირჩა. 


დემო დღეზე გუნდებს სპეციალური ჟიური აფასებდა : 
ზურაბ პერტაია – TBC IT აკადემიის მენეჯერი.

ანი ვაშაყმაძე – ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დონორებთან ურთიერთობის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ნაია აბაშიძე – ლურჯი ოკეანის მენეჯერი.

ლაშა გორგოშაძე – Nasta-ს მენეჯერი.
გამარჯვებული გახდა გუნდი “მელოთაიმი” .

ასევე გამოვლინდნენ ჟიურის რჩეული გუნდები : 

გუნდი “სტუმრობა” TBC IT აკადემიისგან საჩუქრად MVP-ს შექმნას მიიღებს, რაც მათ ვალიდაციის პროცესში დაეხმარება.

გუნდ P4P-ის კი გადაეცა წიგნების ნაკრები “ლურჯი ოკეანისგან”.


ბიზნეს აქსელერატორი სპარკი მადლობას უხდის პროექტის პარტნიორებს და მონაწილეებს. 

Categories
ღონისძიებები

Spark Z-ის მონაწილეები ტექნოპარკში

თბილისის მერიისა და ევროკავშირის პროექტ სპარკის ინიციატივით, პრე-აქსელერაცია Spark Z-ის ფარგლებში ,მეორე ტურში გადასული გუნდები საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ეწვივნენ. სააგენტოს წარმომადგენლებმა პრე აქსელერაციის მონაწილეებს ტექნოპარკი დაათვალიერებინეს და მცირე გრანტებზეც ესაუბრნენ.

პრე აქსელერაციის  მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ 15 000 -იან სახელმწიფო დაფინანსებაზე, რომელიც ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ სუბიექტებს საშუალებას აძლევს ინტეგრირდნენ საერთაშორისო ეკოსისტემაში და უზრუნველყონ  კომერციული პოტენციალის გაზრდა.

Spark Z-ის მონაწილეები ხვალ TBC სტარტაპერის ორგანიზებით, არაერთი სტარტაპის დამფუძნებელ, გაბრიელ მელივას, ონლაინ ფორმატში შეხვდებიან. პრე აქსელერაცია  Spark Z კი 28 ივნისს, 18:00 საათზე  სპარკში, დემო დღით დასრულდება.

Categories
ღონისძიებები

spark Z – ზრდის ეტაპი

სტუდენტ ანტრეპრენერების პრეაქსელერააციის პირველი ფაზა დასრულდა. Spark Z-ის 2 კვირიანი ბუთქემფი 25 მა-გუნდმა გაიარა და აქედან მომდევნო ეტაპზე 8 გუნდი გადავიდა.

ტრენინგებზე დასწრების, მენტორინგ სესიებზე ჩართულობის, იდეის პროდუქტად ქცევის სტრატეგიისა და აქსელერაციის პერიოდში გამოვლენილი პროგრესით, Spark Z- ს განაგრძობენ შემდეგი გუნდები:

  • Anonymous Space
  • სტუმრობა
  • თამარ ფანჩულიძე
  • სამასწავლებლო
  • Melotime
  • Person for Person
  • RFID Startup
  • კვალი

Spark Z- ის მომდევნო ფაზა სტარტაპის ზრდის ეტაპია, სადაც 4 კვირის განმავლობაში გუნდები საკუთარი პროდუქტის MVP-ის შექმნაზე იმუშავებენ. პარალელურად გაიმართება ნეთვორქინგ შეხვედრები  სხვადასხვა წარმატებულ სტარტაპებთან.

Spark Z-ის მეორე ეტაპი სტარტაპ მარკეტინგის ტრენინგით 9 ივნის განახლდება. ფინანსების, ბიზნეს მოდელის შემუშავების, მინიმალური ღირებულების პროდუქტის დამზადების და სხვა მნიშვნელოვანი ვორქშოფების გავლის შემდეგ კი 30 ივნისს დემო დღით დასრულდება.

დემო დღეზე, ჟიურის წევრების წინაშე  საკუთარ იდეას თითოეული გუნდი 5 წუთიანი ფიჩით წარადგენს. გამარჯვებულ გუნდს სპარკი, თბილისის მერიასთან, თიბისი სტარტაპერთან, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და ლურჯ ოკეანესთან ერთად გამოავლენს.